Tuesday, July 5, 2016

მოდულის რეფლექსია

  როგორც ვიცით ადამიანი  ცხოვრებისეულ გამოცდილებას კომპიუტერების გარეშეც იღებს.ჩვენს მიერ გავლილი მოდული ეყრდნობა კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის შედგენისა და შეფასების პრაქტიკას, კლასში სასწავლო თემების არჩევისა და პროექტების განხორციელებისას.აღნიშნული მოდული დამეხმარება , კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, მოსწავლეებთან მუშაობაში მოსწავლეთა წარმოსახვის ,შემოქმედებითი უნარების წახალისებისა და საბოლოოდ,უკეთესი შედეგების მიღწევაში.

მასწავლებლის პრეზენტაცია

ჩემი პროექტი

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Monday, July 4, 2016

მოსწავლის ნიმუშის რეფლექსია

    მიმაჩნია,რომ  მასწავლებელმა მოსწავლემდე თვითონ უნდა შექმნას მოსწავლის ნიმუში, რაშიც ნათლად გამოხატავს თავის მოლოდინებს მოსწავლეებისადმი და ასევე  კარგად დაინახავს   და გაივლის იმ პრობლემებს, რომლებიც შეიძლება შეხვდეს მათ მუშაობის პროცესში. ეს მისცემს მასწავლებელს საშუალებას დაეხმაროს მოსწავლეებს მოსალოდნელ სირთულეებში.

მოსწავლის ნიმუში

Friday, June 24, 2016

მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება

 მოსწავლეთა  შეფასება დმეხმარება, გავიგო მოსწავლეთა საბაზისო ცოდნა, ინტერესები, სუსტი მხარეები, გამოვავლინო თემის გარშემო არასწორი შეხედულებები. აღნიშნულ შეფასების ფორმაში შემიძლია შევიტანო ზოგადი და სასწავლო პროექტის კითხვები, რაც მოსწავლეების მიერ თემის გაგების ხარისხის განსაზღვრაში დამეხმარება. შეფასების შემდეგ, შევძლებ შევაგროვო ინფორმაცია მოსწავლეების ცოდნისა და საჭიროებების შესახებ, რაც თემის ეფექტურად დაგეგმვაში დამეხმარება. მაგალითად, შემიძლია სასწავლო მიზნები, განვავრცო ინსტრუქციები და საპრეზენტაციო მასალა ან შევიმუშაო დიფერენცირებული აქტივობები მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

Tuesday, June 21, 2016

მოდულის შეჯამება

 მოდული 2 დამეხმარა , გამეანალიზებინა სტანდარტების,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. სტანდარტებმა საშუალება მომცა კარგად გამეაზრებინა თუ რა აქტივობები გამომადგებოდა შედეგზე გასასვლელად  პროექტის განმავლობაში,ასევე იმ საკვანძო შეკითხვების მომზადებაში,რომლებიც მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის გეზის მისაცემად,ამის შემდეგ,იმედია ადვილად შევარჩევ ეფექტურ აქტივოვობებს!

Monday, June 20, 2016

ჩემი იდეა

  ვიცი ,თუ რამდენად მუღწევადი,მიმზიდველი და საინტერესოა ბავშვებისათვის კოსმოსი.ამიტომ გამიჩნდა იდეა,რომ პროექტის თემა სწორედ ამ სფეროდან შემერჩია.იმედია მათ დააინტერესებთ პროექტის მიზნები,დაგეგმილი აქტივობები.შეიძლება მათაც შემომთავაზონ ახალი იდეები და აქტივობები.მე რათქმაუნდა აუცილებლად გავითვალისწინებ მათ ინტერესებს.
    მინდა რომ პროექტით ყველანი კმაყოფილები დარჩნენ.ვნახოთ!